
ჩოგბურთის ვარსკვლავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე ძალადობაში ადანაშაულებენ,- ამ სათაურით სტატიას CNN-ი აქვეყნებს.
ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ირწმუნება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გასულ თვეს ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მისი სასამართლო პროცესი 16 ივნისს არის დანიშნული.
ბასილაშვილის უფლებამცველებმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნეს, რომ ნიკოლოზის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია. წყვილს საერთო შვილი – 5 წლის ლუკასი ჰყავს. ისინი გასულ წელს განქორწინდნენ.
„ჩვენ გვსურს ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერში მას არასწორი ბრალდებისაგან სრულიად ათავისუფლებს“,- ამბობენ ბასილაშვილის უფლებადაცველები.
თუმცა, დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ნეკას მიერ წაყენებულ ბრალდებას ადასტურებს.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათი ურთიერთობის მომსწრეები არიან. არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ასევე, არსებობს მიმოწერები, დალოგები და ა.შ.
სამწუხაროდ, მედიამ საკითხი უსამართლოდ გააშუქა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი ბასილაშვილს დაუჭირა, არა საქმის ასპექტების გამო, არამედ ბასილაშვილის რეპუტაციისა და მისი სქესის გამო.
მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ მორალურად გააკრიტიკა“,- უთხრა CNN-ს ანა აბაშიძემ.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 29 ივლისს ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვებით ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი გვერდი დაწერა – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 26 წლის ჩოგბურთელი პირველია, ვინც ATP ტურის ტურნირი მოიგო.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მისი მისამართით ისმის.
ბასილაშვილს სურს ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს. ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს“,- წერია ბასილაშვილის უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არც ბასილაშვილს და არც მისი ადვოკატს, ირმა ჭკადუას CNN-ის თხოვნისთვის, კომენტართან დაკავშირებით, არ უპასუხიათ.
28 მაისს ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მედიასთან კომენტარს არ გააკეთებენ.























