
ბოლო ინფორმაციით საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 8 772-ს მიაღწია.
4142 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში
4461 ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში
113 ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში
56 ადამიანი გარდაიცვალა აზერბაიჯანში
რაც შეეხებ საქართველოს, შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო ინფორმაციით, დღეს ინფიცირებულთა მაჩვენებელი 8-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 746 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 576 პაციენტი.























