13:50 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

საქართველოს მთავრობა ჩვენი საიმედო პარტნიორია – რისთვის უხდის მადლობას გახარიას ალიევი

საქართველოს მთავრობა ჩვენი საიმედო პარტნიორია – რისთვის უხდის მადლობას გახარიას ალიევი

სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება და თუ ისინი ამ გეგმაზე უარს არ იტყვიან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

 

ამ კონტექსტში ალიევი ახსენებს საქართველოს და მადლობას უხდის ოფიციალურ თბილისს, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი შეიარაღება არ გაატარა.

 

„მინდა მაღალი შეფასება მივცე საქართველოს როლს. საქართველომ თავის ტერიტორიიდან სომხეთისთვის შეარაღების გატარებაზე უარი თქვა.

 

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის საიმედო მოკავშირეა, ამის გამო მათ მთავრობას დიდ მადლობას ვუხდი.

 

შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორს და მეგობარს. ჩვენი ურთიერთობა დღითიდღე ძლიერდება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

მისი თქმით, სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა, რომელიც აზერბაიჯანთან მორიგი ესკალაციისთვის ემზადება.

 

„მათი სიძულვილი აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ მათ მახინჯ პოლიტიკაში აისახება. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თუ ისინი თავიანთ მახინჯ გეგმებზე უარს არ იტყვიან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – ამბობს ილჰამ ალიევი.

 

„ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან, მათი ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ. ჩვენ მივყვებით მათ ყველა მოქმედებას. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს დავიცავთ. როგორც დავიცავით თავი ტოვუზში, ისე დავიცავთ თავს ყველა სხვა მიმართულებით. ტოვუზის მოვლენები მათთვის გაკვეთილი იყო. თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ “, – განაცხადა ალიევმა.

 

İlham Əliyev: "Gürcüstan öz ərazisindən Ermənistana silahların daşınmasına icazə vermədi"

İlham Əliyev: "Gürcüstan öz ərazisindən Ermənistana silahların daşınmasına icazə vermədi"

Posted by Baku.tv on კვირა, 20 სექტემბერი, 2020

ავტორი: Prime Time

X