
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
„ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც ყოველდღიურად იმატებს Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე არ არსებობს Covid-19-სგან თავის დაცვის უკეთესი საშუალება ვიდრე არის პირბადე.
ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად გეკეთოთ ის (უნდა ფარავდეს ცხვირსაც!), მათ შორის ღია სივრცეშიც; დაიცავით დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელები (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში).
მაქსიმალურად აარიდეთ თავი შეკრებებს, უმჯობესია, აუცილებლობის გარეშე ხანდაზმულები არ გახვიდეთ სახლიდან“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.























