
საქართველოს მე-6 და მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, კონსერვატიული პარტიის წევრი, ბიძინა გუჯაბიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ბიძინა გუჯაბიძე 2004 და 2012 წლებში საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.






















