00:04 | 2021-10-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება 

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის ვენის საერთაშორისო აეროპორტში ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

 

ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკისათვის.

VIDEO: დათას უკანასკნელი წამები ონლაინ გაკვეთილზე - კორპუსის ნგრევას შეწირული ბიჭის მასწავლებელი უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს
2021-10-11VIDEO: დათას უკანასკნელი წამები ონლაინ გაკვეთილზე - კორპუსის ნგრევას შეწირული ბიჭის მასწავლებელი უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

 

 

„ამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, ეუთო-ში ქალი ელჩების ჯგუფთან. პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ხელი შეუწყოს „ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოების“ დღის წესრიგს საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეუთო-ს ფარგლებში. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენთვის ყველაზე მთავარ გამოწვევასთან – კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან. ბუნებრივია, ქალი ლიდერების ჩართულობა ამ ამოცანას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს.“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 ოქტომბერს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და პრესკონფერენცია პრესისათვის.

 

ასევე, საქართველო – ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ავსტრიული კომპანიები.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X