
საქართველოს მთავრობის 31 მაისის #885 განკარგულებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს 2.1 მილიონი ლარი გამოეყო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევის გზის რეაბილიტაცია.
მელიქიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია.
ცხინვალის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
ხიდის მშენებლობა მდინარე ოღასკურაზე.
გელათის, ნიუპორტის და კოსტავას ქუჩების კვეთასთან სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია .
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაცია.

(NS)






















