00:15 | 2020-05-25 ავტორი: ნინი ტაველიძე

საქართველოს საელჩო იტალიაში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

 

2020 წლის 25 მაისიდან იტალიის რესპუბლიკაში ქ. რომში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური განაახლებს მოქალაქეთა მიღებას.

 

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით („ვიზიტის“ დანიშვნა).

 

ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

 


მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

 


მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან);

 


მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

 


საკონსულოში მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე ან დამცავი ფარი);

 


მოქალაქე ვალდებულია საკონსულოში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;

 


მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

 

 

„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას
2020-05-19„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას

 

 


მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა;

 


წინასწარი ჩაწერა („ვიზიტის“ დანიშვნა) ხორციელდება შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: 
www.geoconsul.gov.ge

 

 

📣📣📣საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!2020 წლის 25 მაისიდან იტალიის რესპუბლიაკში ქ. რომში საქართველოს საელჩოს…

Posted by საქართველოს საელჩო იტალიაში Ambasciata di Georgia in Italia on პარასკევი, 22 მაისი, 2020

ავტორი: ნინი ტაველიძე

X