
საქართველოს საელჩო საფრანგეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს, მოქალაქეებს განუმარტავს. განცხადებაში ვკითხულობთ:
„⚠️ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️
🛑 საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა.
⭕️ დღეს, ღამის 12 საათიდან იხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება.
⭕️ არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სიგარეტის მაღაზიები და ბანკები.
⭕️ მოწოდება მოსახლეობისთვის: მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები.
⭕️ სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები უნდა დარჩნენ შინ, არ უნდა მიიღონ მნახველები, თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს.
⭕️ ვირუსის შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები ასევე უნდა დარჩნენ სახლებში,
🛑 სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში კი, უნდა დარეკოთ ნომერზე: 15.
საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის ნომრებს:
🛑 (+33)783318689, (+33)659988869 “ – წერია განცხადებაში.
საფრანგეთში სულ დადასტურებულია 4 469 შემთხვევა. გარდაიცვალა 91 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 12.






















