08:41 | 2021-11-05 ავტორი: Prime Time

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ორ კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.

 

მიწისძვრა თბილისის დროით 02:56 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ავტორი: Prime Time

X