
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ბატონი თამაზ კვაჭანტირაძე იყო ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო მასწავლებელი სრულიად საქართველოსი. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში მის ტელელექციებს ჩვენი საზოგადოება უდიდესი ინტერესით უსმენდა და ცოდნას იღრმავებდა. საერთო-სახალხო მოწაფეობის ეს პერიოდი დღესაც მრავალთათვის ტკბილად მოსაგონარია.
გამორჩეულია ბატონი თამაზის ღვაწლი ჟურნალ „ბალავარის“ გამოცემისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი თაობების აღზრდისთვის გაწეული.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ლოცვის ძალა მარადიულ გზაზე ბატონი თამაზის შეწევნისათვის“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























