15:52 | 2021-11-21 ავტორი: Prime Time

საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარე ნინო სანადირაძე გარდაიცვალა

საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარე ნინო სანადირაძე გარდაიცვალა

საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაცია “პასადენა“-ს თავმჯდომარე, ქორეოგრაფი ნინო სანადირძე ​ გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავს “პრაიმტაიმს” მისი კოლეგა და მეგობარი ნატა ცხადაძე უდასტურებს.

 

ის გასულ წლებში ქორეოგრაფიული სტუდიის “სახიონი“-ს ქორეოგრაფიც იყო. მას სტუდიის ხელმძღვანელები და თანამშრომლები სამძიმრის წერილით ემშვიდობებიან. როგორც “პრაიმტაიმს” მომხდარზე “სახიონი“-ს ხელმძღვანელმა, ნატა ცხადაძემ უთხრა, 38 წლის, მცირეწლოვანი შვილის დედა, ნინო სანადირაძე გუშინ ანევრიზმით დაიღუპა.

 

 

“ნინო გუშინ, ანევრიზმით დაიღუპა. ის 38 წლის იყო. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა – მეუღლე და 4 წლის ბიჭი დარჩა.

 

ნინო ჩვენს სტუდიაში 2016 წლის შემდეგ აღარ მუშაობდა. მართლაც ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალი იყო. გული ძალიან დაგვწყვიტა… ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისაც მისი წასვლით ტკივილი მიადგა.” – ამბობს ნატა ცხადაძე.

 

სტუდიასახიონი კი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“რა სამწუხაროა შენზე წარსულში საუბარი.  სტუდია “სახიონის” ქორეოგრაფი 2014-2015 წლებში…” – წერს სტუდია.

 

ავტორი: Prime Time

X