12:00 | 2020-05-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი – გიორგი გახარია

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი – გიორგი გახარია

ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი ესწრებიან.

 

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მოსახლეობას 26 მაისს ულოცავს.

უნიკალური კადრები - რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 102 წლის წინ
2020-05-26უნიკალური კადრები - რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 102 წლის წინ

 

„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

 

საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.

 

თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას.

 

მინდა, მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავსი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში.

 

უჩვეულო 26 მაისია - პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას
2020-05-26უჩვეულო 26 მაისია - პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

 

დღეს, როდესაც არავინ იცის მსოფლიო ხვალ როგორი იქნება ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია.

 

საქართველს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება.

 

ყველას გვესმის, რომ ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და ჯარმაც ამ შრომაშიც უნდა მიიღოს დიდი წვლილი“,– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X