12:48 | 2020-03-12 ავტორი: თეონა აბესაძე

საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

14 მარტს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

 

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

 

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

 

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

 

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის #რაგბიჩვენითამაშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: თეონა აბესაძე

X