
ამ ეტაპზე საქართველოში 1 052 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 289 იმყოფება.
1 052 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 406 პაციენტი, აჭარაში – 125, იმერეთში – 282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 606 492 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 576 498, გარდაიცვალა 8 817 პაციენტი.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















