
საქართველოში 10 ათასი მოქალაქე დაბრუნდა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„დღეს სამშობლოში 10 ათასი მოქალაქე დაბრუნდა. ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს.
დღეს უკვე 10 ათასს გადააჭარბა, კორონავირუსის გავრცელების ფონზე სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა,” – აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებისთანავე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განისაზღვრა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ზრუნა და მათი ეტაპობრივი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში. მოქალაქეების დაბრუნება ხორციელდება საჰაერო სახმელეთო და საზღვაო გზებით.
ასევე დაგაინტერესებთ: დასახელდა ქვეყნები, სადაც საქართველოდან ფრენები აღდგება






















