
საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 965 ადამიანს.
სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10 698 მოქალაქე.
„როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე.
ამ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“- აცახდებენ საგარეო უწყებაში.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი რეისები:
- 15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი;
- 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი;
- 20 მაისი – ათენი-თბილისი;
- 22 მაისი – რომი-თბილისი.






















