
ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 წლის ბავშვი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მისი დედა ნანა პაპავა საოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ფოტო გადაღებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ჩემმა პატარა ბიჭმა ძალიან გულისხმიერი, გამბედავი და შრომისმოყვარე მედპერსონალის დახმარებით დაამარცხა კოვიდ-19. მინდა საჯარო მადლობა ვუთხრა მათ თავდაუზოგავი შრომისა და სითბოსთვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენდნენ. თითოეული თქვენთაგანი ხართ გმირები. ბევრ გამოჯანმრთელებულ და მადლიერ პაციენტს გისურვებთ. პ. ს ფოტო გადაღებულია ორი უარყოფითი PCR ტესტის შემდეგ. გახარებული ექთნები და ბედნიერი ანდრია“, – წერს მშობელი.























