
საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ინფორმაციას ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, კახა იშხნელი ავრცელებს.
ბავშვის ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ბავშის ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს ბავშვთან კორონავირუსი დადასტურდა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, მშობლები არ არიან დაინფიცირებულები, ამიტომ დედას უწევს ბავშვთან ყოფნა.
ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია. ბავშვს არავითარი კლუნიკური გამოხატულება არ აქვს, უბრალოდ ეს არის კვლევის შედეგი“- განაცხადა კახა იშხნელმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 79-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს























