
საქართველოში 20-მდე ექიმია დაინფიცირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლირებადია.
„ამ დროისთვის ჯარში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არის რამდენიმე შსს-ის თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ასევე არის 20-მდე ექიმი. ეს მოსალოდნელიც იყო. სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი, მიმდინარეობს ტრენინგები ამ ჯგუფებში, რათა ინფორმირებულები იყვნენ.
მათ გადატანილი აქვთ ძირითადად დაავადება უსიმპტომოდ, რაც ჩვენთვისაც საყურადღებოა. ყველა ის ექიმი, რომელიც აღმოჩენილ იყო, ამჟამად მონიტორინგის ქვეშ იმყოფება“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















