
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, 5 ახალ დაინფიცირებულზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ეს შემთხვევები იტალიასთან არის დაკავშირებული.
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ახალი პაციენტები ჯერჯერობით ინფექციურში არ გადმოუყვანიათ და ამჟამად ელოდებიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ბრიფინგი უახლოეს დროში ჩაინიშნება.
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. ამჟამად საქართველოში 30 დაინფიცირებული ადამიანია.






















