15:07 | 2021-02-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება – რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი ყინვები?

საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება – რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი ყინვები?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

 

17-18 თებერვალს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შასაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

 

შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელთა მოხსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება და რომელთა მოხსნაც არ იგეგმება
2021-02-15შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელთა მოხსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება და რომელთა მოხსნაც არ იგეგმება

 

19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, ქვემო ქართლის ბარში -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X