
დღეიდან საქართველოში გამოიდარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა – ელჭექით აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღეს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში დღეიდან უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.























