01:19 | 2020-07-17 ავტორი: Prime Time

საქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს.

 

 

ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ღელვა”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X