08:58 | 2020-05-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოში 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

 

მათივე ინფორმაციით მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X