21:20 | 2020-05-28 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ვერ გაიგეს – იმნაძე

საქართველოში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ვერ გაიგეს – იმნაძე

პაატა იმნაძის განცხადებით, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა კოვიდ 19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს.

 

მისი თქმით, ასეთი, საქართველოში დაახლოებით, 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

„ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო. ჩვენ ასეთ ტესტებს დიდი ხანია ვატარებთ, როცა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს ვიკვლევთ.

 

მათ ვიკვლევდით არამარტო PCR დიაგნოსტიკით, არამედ ანტისხეულებზეც და „ელაიზა“ მეთოდითაც და ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები ნამდვილად კოვიდის წინააღმდეგაა. ასეთი 10-მდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.

 

ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევებზეც და ამ შემთხვევაშიც, მაქსიმუმ ორი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი დადებითი შემთხვევაა ნაპოვნი. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

როცა, ლუგარის საძირკველი შენდებოდა, მაშინ აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს - იმნაძე
2020-05-28როცა, ლუგარის საძირკველი შენდებოდა, მაშინ აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს - იმნაძე
ავტორი: თამთა თორდია

X