10:54 | 2021-07-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 421-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 108 პირს დაუდასტურდა, 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 8 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 043 შემთხვევა გამოვლინდა, 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X