21:34 | 2021-04-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში ბრიტანული შტამის გავრცელებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია

საქართველოში ბრიტანული შტამის გავრცელებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია

მესამე ტალღის პიკს სავარაუდოდ, ვირუსის ახალი შტამი დააჩქარებს. ე.წ ბრიტანული შტამის პროცენტულმა მაჩვენებელმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და უკვე 70-90% ცირკულირებს.

 

„შარშან ამ დროს, ან შემოდგომაზე რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო მსოფლიოში და ჩვენთანაც, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა შეიძლება, გაზარდოს არა მარტო ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია ე.წ. ინდოეთის ორმაგ შტამზე, ბრაზილიურზე, სამხრეთ ამერიკულზე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ჩვენთან ეს შტამები, გარდა ბრიტანულისა, არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ბრიტანული შტამი. უკვე აღარც ვითვლით, იმდენია S გენ უარყოფითი. მგონი, 100-ზე მეტი გვქონდა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით 70-დან 90 პროცენტში, ქვეყანაში ბრიტანული შტამი ცირკულირებს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 2 თვეში ვირუსის ძველ ფორმას ახალი სრულად ჩაანაცვლებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X