22:18 | 2020-04-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე StopCov.ge ჯერ მონაცემები არ განახლებულა, და საიტზე კვლავ 195 ინციფირების შემთხვევაა აღნიშნული.

 

ამასთან, ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370. გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი, გარდაიცვალა – 3.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X