19:41 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

საქართველოში COVID-19-სგან 67% გამოჯანმრთელდა, რაც კარგი შედეგია – ამირან გამყრელიძე

საქართველოში COVID-19-სგან 67% გამოჯანმრთელდა, რაც კარგი შედეგია – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან პაციენტთა 67% გამოჯანმრთელდა.

 

ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე საერთო სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა:

 

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან.

 

ზოგადად, „პისიარ“ ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე, აქედან დაახლოებით 3000 არის განმეორებითი ტესტირებები, როდესაც ადამიანები ეწერებიან.

 

პროტოკოლით ორჯერ უნდა გაკეთდეს გაწერის წინ 24 საათში ტესტირება და შემდეგ ასევე დადგენილია, რომ კარანტინიდან მე-13, მე-14 დღეს. რაც შეეხება გაწერას, ქვეყანაში 475 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ეს არის 67 პროცენტი მთლიანად ინფიცირებულებისა, რომელიც პრინციპში კარგი მაჩვენებელია.

 

სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის 12 შემთხვევა. ეს არის 1.68 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X