
მოკლული ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია საქართველოში და უცხოეთში დაწესდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლო მეგობარი ნინო ზამბახიზე წერს.
„ეს არის ნიკოს დედა ჩემი მეგობარი საოცარი გოგო იზა! ხუთი შვილის დედა რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა უფროსი იყო ნიკო ოჯახის გადაწყვეტილებით გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას! მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდიას“, – წერს ნინო ზამბახიძე.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პოლიცია, 2 ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.
ნიკოლოზ კვარაცხელიას თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, „ფიდსის“ შემქმნელი იყო;
მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.
ასევე დაგაინტერესებთ:























