15:00 | 2020-04-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოში დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება

საქართველოში დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება

დღიურ რეჟიმში საქართველოში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ტესტირება სპეციალურად განსაზღვრულ რისკ-ჯგუფებში ჩატარდება.

 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში საქართველოში 1000 ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება.

 

ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკ-ჯგუფებში, რომლებიც დღეს საბჭოს მხრიდან დამტკიცდება, ეს ტესტები უფრო გაფართოებული იქნება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, 29 აპრილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X