15:56 | 2020-04-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საქართველოში გათოვდება! – გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში გათოვდება! – გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში 3 აპრილიდან 4 აპრილის ჩატვლით ძლიერი ქარი, წვიმა და მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

ასევე, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმი.

 

„3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X