
საქართველოში გამოჯანმრთელებულის რაოდენობა 2-ით მოიმატა და 20 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე დაიწერა.
ამავე დროს, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 103-მდე გაიზარდა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 30 მარტს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.
- 30 მარტს, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 20-ს მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















