
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 257 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულების რიცხვი 187-ით აჭარბებს ინფიცირებულებს.
„დღეის მდგომარეობით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 257 პაციენტი.
ამოჯანმრთელებულების რაოდენობა 187-ით ჭარბობს ამჟამად კოვიდ ცენტრებში მყოფ პაციენტებს.
ახალ შემთხვევებს რაც შეეხება, სამი არის ცნობილი ბოლნისის წყარო. მეორე არის ზუგდიდის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია. ჩვენს ცენტრში აქედან მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსდა და ჩვენ გვყავს 31 დადასტურებული შემთხვევა“,- აღნიშნა ეზუგბაიამ .
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3890 ადამიანი
სტაციონარში რჩება 357






















