11:48 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია – გამყრელიძე 

საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია – გამყრელიძე 

საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია, საუბარია 18 წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„აქედან 6979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X