18:46 | 2020-05-28 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში ინფიცირებულთა 58% ქალია, ხოლო 42% კაცი – ზახაშვილი

საქართველოში ინფიცირებულთა 58% ქალია, ხოლო 42% კაცი – ზახაშვილი

საქართველოში მამაკაცების 42 პროცენტია ინფიცირებული, ხოლო ქალების 58 პროცენტი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს.

დღეს ყველა ტიპის ღია ბაზრობა გაიხსნა - ნახეთ კიდევ რომელი ობიექტები ამუშავდა დღეიდან
2020-05-25დღეს ყველა ტიპის ღია ბაზრობა გაიხსნა - ნახეთ კიდევ რომელი ობიექტები ამუშავდა დღეიდან

 

მისი თქმით, გადამუშავდა მონაცემები საქართველოში ინფიცირებული 738 ადამიანის.

 

„გადავამუშავეთ მონაცემები საქართველოში 738 ინფიცირებული ადამიანის. აღმოჩნდა, რომ ინფიცირებული 42 პროცენტი კაცია, ხოლო 58% ქალი.

 

რაც შეეხება ბავშვებს გვყვას 15 წლის ასაკის ჩათვლით 8,4 პროცენტი, მინიმალური ასაკი არის 2 წელი. თუ 18 წლამდე ასაკი გაინტერესებთ 10,2 პროცენტი არის ინფიცირებული“, – განაცხადა ზახაშვილმა.

ავტორი: თამთა თორდია

X