
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 4 არასრულწლოვანია.
„დღეს 27 პაციენტიდან 4 პირი არის 14 წლამდე ასაკის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ
მისივე ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული 30 პაციენტიდან სიცხე მხოლოდ 2 პაციენტს აღენიშნება.
14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.






















