
საქართველოს მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა 4 055-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზეა განთავსებული.
!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 66 ადამიანი.
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.






















