14:21 | 2020-02-07 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევა არ ყოფილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ქვეყანა ვირუსთან საბრძოლველად მზად არის.

 

„მოგეხსენებათ, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ ვართ დაბალი რისკის ქვეყნად მიჩნეული, იმიტომ რომ ჩვენთან ამ ეტაპისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევა არ ყოფილა.

 

ჩვენ გამოვცადეთ სხვა შემთხვევაზე ჩვენი ტესტები და ისინი მუშაობენ ძალიან კარგად. მარაგი არის უკვე ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორი გერმანიიდან დაგვეხმარა, არის საშუალება, რომ მივიღოთ მარაგი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრებები. ამიტომ სრული მზადყოფნა გვაქვს ლაბორატორიული თვალსაზრისით, თუ ღმერთმა არ ქნას, ვირუსი გამოვლინდა“,- განაცხდა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით ინფექციურ საავადმყოფოში რჩება ჩინეთის ორი მოქალაქე, რომელთა შესახებ დღეს უკვე იქნება პასუხი.

 

„დღეს კიდევ არის ჩინეთის ორი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი. ეს არის ერთ-ერთი რაიონი, რომელსაც ვერ დავასახელებ  და იქ ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან. დღეს მათზეც იქნება პასუხი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X