10:21 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 54-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 54-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 54-მდე გაიზარდა – ახალი მონაცემები ოფიციალურ საიტზე stop.cov.ge -ზეა ასახული.

 

გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 49 შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეს კი დაავადებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

 

პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

ავტორი: Prime Time

X