10:14 | 2020-05-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 425-ს შეადგენს.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X