
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1929 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 33 ადამიანი. სულ საქართველოში კორონავირუსს 8917 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად ჩაითვალა 1914 პაციენტი.
ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით 19 521 აქტიური შემთხვევაა.






















