11:06 | 2020-11-03 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ნოემბერს - როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო 24 საათში საქართველოში
2020-11-03რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ნოემბერს - როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო 24 საათში საქართველოში

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28633-ს შეადგენს. გარდაიცვალა 362 მოქალაქე.

 

კარანტინის რეჟიმშია 3080 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4253 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2264-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი: თამთა თორდია

X