11:05 | 2020-11-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

2 289 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა ბოლო 24 საათში საქართველოში
2020-11-052 289 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა ბოლო 24 საათში საქართველოში

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.

 

კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X