11:02 | 2020-11-10 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 63650-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოჯანმრთელდა 47390 და გარდაიცვალა 521 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში – 2765, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4709, ხოლო ​კოვიდ სასტუმროში მყოფი 3066 ადამიანია მოთავსებული.

 

ავტორი: Prime Time

X