
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1643 -ს შეადგენს.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.






















