
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდან, 11 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 სატვირთო ავტომობილის მძროლი, 1 კი მედიკოსია, ხოლო 3 პაციენტის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1306-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17 – ით გაიზარდა და 1085-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7635 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.























