
საქართველოში კორონავირუსის 4314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში COVID-19-ით 35 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4519 ინფიცირებული.
ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა – დედაქალაქში ვირუსით 1687 ადამიანი დაინფიცირდა.
შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, 772 ინფიცირებულით.
ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების რაოდენობაა 34074.






















