10:02 | 2020-08-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ყარაჯალარის მკვიდრს Covid-19 და ციმბირის წყლული ერთად აღმოაჩნდა
2020-08-13ყარაჯალარის მკვიდრს Covid-19 და ციმბირის წყლული ერთად აღმოაჩნდა

 

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 718 მოქალაქე.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X